სერვისები

რას გთავაზობთ

კონსულტირება და ტრენინგები საგადასახადო საკითხებში

კონსულტაციები

გაწვდით სრულყოფილ და გასაგებ ინფორმაციას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში. გეხმარებით გადაწყვეტილებების მიღებაში დღგ-ს, მოგების, საშემოსავლოსა და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით.
მომსახურება მოიცავს როგორც ერთჯერად კონსულტაციას, ისე გრძელვადიან საგადასახადო მხარდაჭერას.

ტრენინგები

ჩვენი პრაქტიკული ტრენინგები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა საგადასახადო საკითხებში.
ტრენინგები დაფუძნებულია საქართველოს და ევროკავშირის აქტუალური რეგულაციებზე, სამართლებრივ პრაქტიკაზე და რეალურ ბიზნესქეისებზე.

საგადასახადო რისკების შეფასება და მათი თავიდან აცილების უზრუნველყოფა

Individual Tax Services

გთავაზობთ კომპლექსურ ანალიზს, რომლის მიზანია გამოვავლინოთ პოტენციური საგადასახადო რისკები თქვენი საქმიანობის პროცესში. შეფასება ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, კონტროლის პრაქტიკას და საგადასახადო ორგანოების მიდგომებს. შედეგად მიიღებთ დეტალურ რეკომენდაციებს, როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე საგადასახადო რისკები.

წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას

გთავაზობთ კლიენტის ინტერესების სრულფასოვან დაცვას საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციის ყველა ეტაპზე — დაწყებული დოკუმენტაციის წარდგენით, დასრულებული დავის სამართლებრივი მენეჯმენტით.
ვმუშაობთ როგორც ჩვეულებრივ საგადასახადო შემოწმებებზე, ისე დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ვუზრუნველვყოთ კლიენტის პოზიციის დაცვა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.